თავდაცვის აკადემიას ვლადიმერ ჩაჩიბაია უხელმძღვანელებს

თავდაცვის აკადემიის რექტორად ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა. ჩაჩიბაია გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას ომარ ბეგოიძე დაიკავებს.
“გენერალი ჩაჩიბაია პროფესიონალი და გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეა. ის წარუძღვება საპასუხისმგებლო საქმეს. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, დიდი ხანია ვფიქრობდით, თუ ვინ შეძლებდა ქვეყნის მომავალი ოფიცრების აღზრდას, რომელსაც შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაეფუძნოს”, – განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები