“ნინო გვენეტაძემ კაბინეტისკენ მიმავალი დერეფანი უსიამოვნო მოგონებებისგან გაწმინდა”
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კაბინეტისკენ მიმავალი დერეფანი უსიამოვნო მოგონებებისგან გაწმინდა.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, ნინო გვენეტაძემ დერეფნის კედლიდან ყველა მისი წინამორბედის პორტრეტი ჩამოხსნა. კედელზე ფოტოების კვალი რომ წაეშალა, კედელიც თეთრად გადაღება.
გამოცემასთან საუბრისას, ფოტოების ჩამოხსნისა და კედლის თეთრად გადაღებვის ფაქტი სასამართლოს აპარატის უფროსმა თინათინ ბეჟაშვილმა დაადასტურა და განაცხადა, რომ შენობაში კონკრეტულ კედელს რემონტი ჩაუტარდა, ფოტოები კი შესანახად ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. „როდის დავაბრუნებთ, არ ვიცი და, საერთოდ, ამ საკითხს ადმინისტრაცია გადაწყვეტს. ყველაფერს ადმინისტრაცია გადაწყვეტს“, – განმარტა ბეჟაშვილმა.