სოხუმში ორი ადამიანი მოკლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში ორი ადამიანი მოკლეს. რომან ინაფხას და ენვერ აგრბას ცხედრები ქალაქის ცენტრში, ყოფილი მთავრობის სახლთან იპოვეს.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მკვლელობასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მკვლელობის ადგილზე ნაპოვნია BMW X5-ის მოდელის ავტომობილი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მოკლულს ეკუთვნოდა.