ომარ ნიშნიანიძე: სიტყვა საშო პირდაპირი მნიშვნელობით არ გამომიყენებია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მას, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ ცნობილ განცხადებაში სიტყვა საშო, პირდაპირი მნიშვნელობით არ გამოუყენებია. ამის შესახებ დეპუტატმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ განაცხადა.
„მე ვთქვი, ერთი საშოდან დაბადებულებს ჰგავხართ-მეთქი. ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით არ გამომიყენებია. მხედველობაში ის დიდი კოსმოპოლიტურ-ლიბერტარიანული საჩეკარი მქონდა, საიდანაც გამოძვრნენ. ვიმეორებ, იქ უნდა შევაძვრინოთ, რომ ქვეყანას აღარაფერი დაუშავონ.
ამ საჩეკარის ხსენება უკვირს იმ ძალას, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა“, – კითხულობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, ომარ ნიშნიანიძემ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება, მართლაც, უნიათოა, რომ “უმგვანოებს” არ დაემსგავსა და ისინი “სარზე არ ჩამოაცვეს”.
“ამ უკუღმა დაბადებულებს, ყველა ერთი საშოდან რომ არიან გამომძვრალნი, თუ უკან არ შევაბრუნებთ, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. დღეს ამ თვითმარქვია გველაძუებს აჩემებული აქვთ „მესიჯი“, რომ ჩვენ ვართ უნიათოები. ამ მხრივ ისინი ნაწილობრივ შეიძლება, მართლაც, მართალნი არიან, რადგან ჩვენ არ დავემგვანეთ ამ უმგვანოებს და სარზე არ ჩამოვაცვით ისინი. ხოლო თუ უფრო სერიოზულად მივუდგებით საკითხს, სამწუხაროდ, ჩვენ, მართლაც, გამოვიჩინეთ უნიათობა, რომ ეს ანტიქართული, ფაშისტური რეჟიმი არ გავასამართლეთ და არ ავკრძალეთ მათ მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულებისთვის, რომელსაც თუნდაც სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრები ადასტურებს. მეტიც, ჩვენ თავს მოხვეული კოჰაბიტაციით ცუდი სამსახური გავუწიეთ ქვეყანას, ხალხს და, როგორც ერთი ჩინური ანდაზა ამბობს: “უბეში ჩავისვით გაყინული გველი, რომელიც გავალღვეთ და ახლა ეს შხამიანი გველაძუები აქეთ იკბინებიან”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები