საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი.