6 ათასი ლარის უკანონო იარაღი – პოლიციამ 25 წლის მამაკაცი დააკავა (ვიდეო)

„კალაშნიკოვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი,  „მაკაროვის“ პისტოლეტი და 6 ათასი ლარი. 25 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ის საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში აიყვანა. ეჭვმიტანილი იარაღის და საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას აპირებდა და მყიდველისგან 6 ათას ლარი ჰქონდა აღებული.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა „კალაშნიკოვის“ სისტემის, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 32 საბრძოლო ვაზნით, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდით, 8 საბრძოლო ვაზნით და 6 ათასი ლარი ამოიღეს.
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. ძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

https://www.youtube.com/watch?v=yO-zGVjXwHU&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები