პოლონეთი, ავსტრია, არგენტინა – კამერული მუსიკის ფესტივალის კიდევ ერთი საინტერესო დღე სალხინოში (ვიდეო)

სალხინოში, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე კაროლინა მიკოლაიჩიკისა და ივო იედენეცკის დუეტი (პოლონეთი), კამერული ორკესტრი „არჯეპონე“ (ავსტრია), ელისო გოგიბედაშვილი (ავსტრია) და მარსელო ნისიმანი (არგენტინა) წარსდგნენ.

კაროლინა მიკოლაიჩიკისა და ივო იედენეცკის დუეტი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ და იმედისმომცემ კამერულ ანსამბლად მიიჩნევა. მათი დებიუტი 2013 წლის მაისში, ქალაქ ვარშავის ფრედერიკ შოპენის სახელობის მუსიკალური უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში შედგა. მას შემდეგ, დუეტი რეგულარულად განაგრძობს მოღვაწეობას პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ. გამართული აქვთ არაერთი სოლო კონცერტი, მონაწილეები არიან სხვადსხვა საერთაშორისო ფესტივალის თუ კონკურსის და მრავალი ჯილდო აქვთ მოპოვებული.

ვიოლინოსა და აკორდეონის ორიგინალური კომბინაცია ჟღერადობებისა და კოლორიტების უსაზღვრო შესაძლებლობებით გამოირჩევა. ეს მათ რეპერტუარშიც ვლინდება, რომელიც მოიცავს ადრეული ბაროკოდან XXI საუკუნის ჩათვლით პერიოდს, სხვადსხვა ეროვნების კომპოზიტორთა, სხვადსხვა მუსიკალურ სტილში შექმნილ ნაწარმოებებს. ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის დაწერილი ორიგინალური კომპოზიციების გარდა, ისინი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის დაწერილი მსოფლიო მუსიკალური შედევრების საკუთარ ტრანსკრიფციებსაც ასრულებენ.

კამერული ორკესტრი „არპეჯონე“ ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალური კამერული ორკესტრია, რომელიც კრიტიკოსთა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მსმენელთა შორის დიდი წარმატებით სარგებლობს, 1991 წელს დაფუძნდა ავსტრიის ქალაქ ჰოენემსში. მისი დღვანდელი სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგიბედაშვილია.

დაარსების დღიდან, ორკესტრმა ათასზე მეტი კონცერტი ჩაატარა მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში, მათ შორის არიან: ვლადიმირ აშკენაზი, საულის სონდეკისი, მუჰაი ტანგი და კირილ პეტრენკო. 2010 წლის მარტიდან „არპეჯონეს“ მთავარი დირიჟორი არის საერთაშორისოდ აღიარებული არტისტი რობერტ ბოკორი.

არგენტინელმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა და არანჟირებების ავტორმა მარსელო ნისინმანმა ბანდონეონზე დაკვრა ხულიო პანისა და გულერმო გრაცერტან ბუენოს აირესში და დეტლერ მიულერ-სიმენსთან ბაზელში შეისწავლა.

მუსიკოსს რეგულალური შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: გიდონ კრემერი, ჰარო ბარტონი, უტე ლემპერი. ასევე ფილადელფიის ორკესტრთან ჩარლზ დუთოიტის დირიჟორობით და სხვა. სოლისტის რანგში გამოდიოდა ვინსე მენდოზას ბიგ ბენდთან, კამერულ ორკესტრ „არპეჯონესთან“, ლუარის რეგიონის ნაციონალურ ორკესტრთან და დირიჟორ ჯონ აქსელორდთან. თანამშრომლობდა სტოკჰოლმის სიმფონიურ და ბელგრადის ფილარმონიის ორკესტრებთან, როგორც ბანდონეისტი (აკორდეონისტი) თანამშრომლობდა მრავალ ლეგენდარულ მომღერალთან.

ბუენოს აირესული ფესვები მის კომპოზიციებს ორიგინალობას და მრავალფეროვნებას სძენს. მან შექმნა საკუთარი სტილი, რომელიც ერთგვარად ანგრევს Musica Portena (ბუენოს აირესის ქალაქური მუსიკის) კანონებსა და ტრადიციებს. შეიმუშავა და განავითარა ტანგოს ატონალური, თანამედროვე მუსიკალური სტილი ტრადიციული ელემენტებით.

შექმნილი აქვს მუსიკა, როგორც სიმფონიური ორკესტრისთვის, ასევე კვარტეტისთვის. იგი ავტორია რამდენიმე ვოკალური ნაწარმოებისა. 2004 წელს შექმნა პირველი კამერული ოპერა Senor Retorcimientos, რომლის პრემიერაც ბაზელში შედგა.

ელისო გოგიბედაშვილი ახლგაზრდა ავსტრიელი ვირტუოზი მევიოლინე ვორარლბერგში (ავსტრია) მუსიკოსთა მულტიკულტურულ ოჯახში დაიბადა. მამა – ირაკლი გოგიბედაშვილი (მევიოლინე) ქალაქ ჰოენემსის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრის „არპეჯონე“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. პიანისტი დედა – ზალცბურგის მოცარტეუმის კურსდამთავრებულია. პირველი გაკვეთილები ვიოლინოსა და ფორტეპიანოში ელისომ მშობლებისგან, 5 წლის ასაკში მიიღო. 6 წლისამ კი უკვე პირველი პრიზი დაიმსახურა ავსტრიის მუსიკალურ კონკურსზე Prima la Musica ორივე ინსტრუმენტზე – ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე შესრულებისთვის, რასაც მოჰყვა პრიზები საერთაშორისო კონკურსებზე ლიტვასა და სიცილიაზე.

მოგვიანებით, ლიხტენშტაინში, პრინცესა სოფიას პატრონაჟით გამართული კონკურსის პრიზიორიც გახდა. როგორც უკვე ჩამოყალიბებული ხელოვანი, ელისო გოგიბედაშვილი სოლისტის ამპლუაში სხვადასხვა ორკესტრთან გამოდის. 2010 წელს იგი მაქს ბრუხის სავიოლინო კონცერტით კამერულ ორკესტრ „არპეჯონესთან“ ერთად წარსდგა მაყურებლის წინაშე. მას შესრულებული აქვს ბახის სავიოლინო კონცერტი „MAV“ სიმფონიურ ორკესტრთან ბუდაპეშტში, პრაღის ორკესტრთან, ასევე ამერიკის სიმფონიურ ორკესტრთან “Fort Lauderdale”-ში, სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი შეასრულა კარნტერნის სომფონიურ ორკესტრთან კლაგენფურტში, მიუნხენის სიმფონიურ ორკესტრთან ლუსტენაუში, „MAV” სიმფონიურ ორკესტრთან ბუდაპეშტში, თბილისის ოპერის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან თბილისში, არიგენტოს სიმფონიურ ორკესტრთან სიცილიაში, ლუიჯი პირანდელოს თეატრში და ორკესტრ Milano Classica-სთან მილანში. ელისოს გამოსვლები იმსახურებს კრიტიკოსთა მაღალ შეფასებას მისი მუსიკალურობისა და შესანიშნავი ტექნიკის გამო. ელისო გოგიბედაშვილი უკრავს ვიოლინოზე, რომელიც შექმნილია ფრანგი ოსტატის ჟან ბატისტ ვიიომის მიერ 1849 წელს.

ფესტივალის მიზანია, მარტვილის მუნიციპალიტეტში  ხელი შეუწყოს  კულტურული ცხოვრების  გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებას, და  რაც მთავარია,  აღდგეს  სალხინოს  სასახლეში  მეოცე საუკუნემდე  არსებული კულტურული სალონური  საღამოებისა და კონცერტების ჩატარების ტრადიცია, რაც ფესტივალის უმთავრესი ამოცანაა. როგორც  ცნობილია, ბოლო მასშტაბური ზეიმი  სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია  დე როანის  ჯვრისწერის დროს იყო.

1804-1840  წლებში  დადიანებმა და მათთან დანათესავებულმა  ფრანგმა  დიდგვაროვნებმა- მიურატებმა  ერთობლივად  სალხინოში ააგეს  საშემოდგომო რეზიდენცია, კარის  ეკლესია და  უნიკალური ორსართულიანი მარანი. რეზიდენციის  მთელი ხიბლი მის  ორსაუკუნოვან  ჭადრისა და  ბზის  ხეივანშია.  სწორედ  სასახლის  ამ ხეივანში, ღია  ცის  ქვეშ ფესტივალი ყოველწლიურად უმასპინძლებს  მსოფლიოს  წამყვან მუსიკოსებს.

პირველ ფესტივალში მონაწილეობენ: ავსტრიის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრიარპეჯონე“, იტალიელ გიტარისტთა დუეტიბლანკოსინაკორი“, პოლონური დუეტი კლასიკურ აკორდეონსა და ვიოლინოზედუო კაროლინა მიკოლაიჩეკი და ივო იედინეცკი“, არგენტინელი ვირტუოზი ბანდონეონისტი (გარმონი) მარსელო ნისინმანი, სიმებიანი კვარტეტი სომხეთიდანმირზოიან კვარტეტი“ (კომპ. ედვარდ მირზოიანის სახელის მატარებელი) და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი თბილისიდანლალე“.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, რომლის ხელმძღვანელი საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძეა და მარტვილის მუნიციპალიტეტი (გამგებელი ბატონი ალექსანდრე გრიგალავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ალექსი გაბისონია).

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი – კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფესტივალი იმართება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ლოცვაკურთხევით.

საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი სრულად ფინანსდება (მხოლოდ)  მარტვილის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  ბიზნეს სექტორის  ფინანსური მხარდაჭერით.

ფესტივალის მხარდამჭერები და სპონსორები არიან:მარტვილის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი, კომპანია შპსმარტვილავტოგზა“, მარტვილის სამედიცინო ცენტრიმკურნალი“, ,,მარტვილი წყალი გრილი“,  კომპანია ,,ვუდ ექსპორტი’’  სასტუმრო და  საბანკეტო დარბაზი ,,მარტვილი’’, კერძო  სკოლა ,,სხივი’’, მარტვილის სავაჭრო ცენტრი ,,ბუმი’’. აგრეთვეკარლო ბეჭვაია, კახა კვესელავა, ალექსანდრე ხურცილავა, ალექსანდრე ახვლედიანი, კობა ჯანაშია, გიზო ჩიხლაძე, აკაკი თოდუა, სოსო გვაზავა, ირინე გადელია, კოტე კოტია, დავით ციკოლია და როინ გვილავა, ფრიდონ ინჯია, რომელიც 25 სექტემბერს ახალ სასტუმროსმარტვილი პალასიგახსნის და პირველი სტუმრები ფესტივალის უცხოელი მუსიკოსები იქნებიანქუთაისში სასტუმრობაგრატისმფლობელი მანანა გოგლიჩიძე; ჩვენი მუსიკალური ინდუსტრიის  ბრენდები: „მიფასი“, „ბრავო რეკორდსი“.
საორგანიზაციო ჯგუფი: ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკოსი შიო აბრახამია. ფესტივალის დირექტორი, კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონგრუზინსკი. ფონდდღესდირექტორი ბექა ჯუმუტია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ჩანგიანი. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. კონსულტანტები: პიანისტი თათა ლიჩელი და მუსიკისმცოდნე მაია სიგუა.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: საინფორმაციოანალიტიკური პორტალიკვირა“, საინფორმაციო სააგენტოპირველი“. ტელეკომპანიები: პირველი არხი, „ერთსულოვნება“, აჭარის ტელევიზია, „იმედი“.

12064282_932734670108919_1205567336_n 12071498_932734770108909_807051591_n 12071658_932734766775576_1115161987_n 12077039_932734596775593_1838012538_n 12081610_932734673442252_1006940422_n 12083629_932734773442242_1891167943_n 12083998_932734603442259_87661294_n

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები