საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, 2009 წელს გაცემული ე.წ. ნარუშილოვკები ძალადაკარგულად გამოცხადდა. როგორც მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი დაავალებით აღნიშნული საშვების მფლობელებს ეს საშვები ჩამოერთმევათ.
“მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ მივიღე გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმადაც 2009 წლის საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, ჩემი დავალებით აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევათ და განადგურდება. ახალი ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სისტემა“, – განაცხადა შს მინისტრმა.