რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დვანიდან ორი მოქალაქე გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ დვანიდან ორი მოქალაქე გაიტაცეს. მათგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა. ისინი სათევზაოდ იმყოფებოდნენ.
მათი ადგილსამყოფელი ამ დროისათვის უცნობია. გატაცებულების ოჯახებს ცხინვალიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიდან გაიტაცეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.