ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრი ავტოავარიაში დაიღუპა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრი ერიკ დუდაევი ავტოავარიაში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარია წუხელ ღამით ცხინვალი-ძაუს ტრასაზე მოხდა.
„ერიკ დუდაევმა ავტომობილი ვერ დაიმორჩილა, რომელიც ხიდიდან გადავარდა. ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში.
ამჟამად ტრაგედიის მიზეზებს იძიებენ.