პუტინი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს ე.წ. რესპუბლიკის დაარსების 25-ე წელს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს ე.წ. რესპუბლიკის დაარსების ოცდამეხუთე წლისთავს ულოცავს.

როგორც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პუტინი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთს ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალურ–ეკონომიკური საკითხების გადაჭრაში მომავალშიც დაეხმაროს.

ცხინვალში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი. თარიღთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან ოკუპირებული აფხაზეთის, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები