რაულ ხაჯიმბა: საქართველო ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ საჭიროა მეგობრულად ცხოვრება მეზობლებთან
საქართველომ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ცხინვალში ვზიტისას განაცხადა.
ხაჯიმბას თქმით, საქართველო ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ საჭიროა მეგობრულად, მშვიდად ცხოვრება მეზობლებთან.
“სოხუმი და ცხინვალი მიმართული არიან რუსეთის რეგიონებთან, რაც მათი ეკონომიკისთვის უკიდურესად აუცილებელია“, – აცხადებს ხაჯიმბა.
ცხინვალის მარიონეტული რიჟიმის ხელმძღვანელ ლეონიდ თიბილოვის თქმით კი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სახელმწიფოების მშენებლობისა და გამყარების ახალ ეტაპზე გადადიან. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. რესპუბლიკის დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.