ოკუპირებული ახალგორის ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით ჩაიკეტა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლად აღიარების“ დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ახალგორის ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით დაიკეტა, – ამის შესახებ „კვირას“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა განუცხადა.
მისი თქმით, ე.წ. საზღვარი პარასკევს, 18 სექტემბერს ჩაიკეტა და დაახლოებით 23 სექტემბერს გაისხნება
„საზღვარი დროებით ჩაიკეტა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. როგორც კი ეს ღონისძიება დასრულდება, ახალგორის საზღვარი გაიხსნება და იქ გადაადგილება ჩვეულებრივ რეჟიმში შესაძლებელი გახდება“, – აღნიშნა სანაკოევმა.
როგორც სანაკოევმა აღნიშნა, ახალგორის საზღვრის გადაკეტვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ე.წ. სამხრეთის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები