სოხუმის სარკინიგზო სადგურიდან ნაგვის ურნები მოიპარეს
სოხუმის სარკინიგზო სადგურიდან ნაგვის ოთხი ურნა მოიპარეს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ეს ურნები სადგურზე 16 ივლისს დაამონტაჟეს, მაგრამ უკვე მეორე დღეს ურნები სამაგრიდან მოგლიჯეს და მოიპარეს. როგორც სოხუმის ე.წ. საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ქალაქის ადმინისტრაცია ასეთი ბარბაროსულ აქტებს მომსწრე ხშირად ხვდება.
„ჩვენ ვერ ვასწრებთ ურნების დაყენებას და მათ მაშინვე იპარავენ. აძრობენ თავსახურებს ან ამტვრევენ. ასეთი ფაქტი მოხდა სარკინიგზო სადგურზე და მანამდე ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქალაქის პარკში“, – განუცხადა „სპუტნიკს“ სოხუმის ე.წ. კომუნალური სამსახურის წარმომადგენელმა დაურ ჩერქეზიამ.
მისი თქმით, ბოროტმოქმედების და ვანდალების ვინაობის დადგენა შუეძლებელია, ვინაიდან ამ რაიონში ვიდეოთვალთვალი არ ხორციელდება. ჩერქეზია ამბობს, რომ ამის მიუხედავად, სოხუმში ურნების დამონტაჟების პროცესი გაგრძელდება.