ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მოკლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონში ქართველი მოკლეს. მოკლული 39 წლის რობერტ ზაქარაიაა. მას 7 ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც გამოცემა „ნაშა აბხაზია“ იუწყება, აფხაზები ქართულ მხარეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხედრის გადმოსვენების საშუალებას არ აძლევენ. რობერტ ზაქარაია ოჩამჩირეშია დაბადებული და ის აფხაზეთში ნათესავებთან იმყოფებოდა.
ამ დროისთვის მკვლელობის მიზეზები უცნობია. რობერტ ზაქარაიას ოჯახი ამჟამად წყალტუბოში ცხოვრობს.