ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან 19-დან 21 სექტემბრამდე ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „საზღვარი“ „რესპუბლიკის დღის“ აღნიშვნის გამო იკეტება.
„საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით უსაფრთხოების დამატებითი ზომების გამო 19, 20 და 21 სექტემბერს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა დროებით შეჩერდება“, – განუცხადა “სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა.
22 სექტემბრიდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.