ოკუპირებული ტერიტორიიდან 3 პირველკლასელი არ გამოატარეს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამი პირველკლასელი, რომელსაც სწავლა მშობლიურ ენაზე უნდა დაეწყო, არ გამოატარეს. ამ დრომდე გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი სამი არასრულწლოვანი და მათი მშობლები ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო – გამშვებ პუნქტზე დგანან. მათ არ მისცეს საშუალება, გადმოსულიყვნენ წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუს სკოლაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლაში რეინტეგრაციისა და შერიგების სამინისტროს წარმომადგენელი და წალენჯიხის გამგებელი, ასევე, გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდა.
მათ უკვე ჩააყენეს საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.