შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ალექსანდრე ნ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული, 4,9945 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ბიო ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
https://www.youtube.com/watch?v=WFzs5dzb8dw&feature=youtu.be