სტიქიის შედეგად დაზარალებული პირველი კატეგორიის 35 ოჯახიდან 21-მა ოჯახმა სახელმწიფოს დაფინანსებით ბინა უკვე შეიძინა
სტიქიის შედეგად დაზარალებული პირველი კატეგორიის 35 ოჯახიდან 21-მა ოჯახმა სახელმწიფოს დაფინანსებით ბინა უკვე შეიძინა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. საერთო ჯამში, ბიუჯეტისთვის ამ მიზნით უკვე 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. გაიცა კომპენსაციები ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.
ხოლო ის სახლები, რომლებიც აღდგენას ექვემდებარება, უახლოეს ხანში აღდგება.
„მოსახლეობის დაკმაყოფილების პროცესი შეუფერხებლად და იმაზე სწრაფად მიმიდინარეობს, ვიდრე ველოდით. 21 ოჯახს უკვე შეძენილი აქვს ბინა, დანარჩენებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება და მათი აღსრულების პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობიდან არცერთი საჩივარი არ შემოსულა. უახლოეს ხანში სამშენებლო კომპანიები იმ ბინებში, რომლებიც აღდგენას ექვემდებარება, სამუშაოებს დაიწყებენ, მანამდე კი ეს ოჯახები სახელმწიფოს დაფინანსებით ნაქირავებ ბინებში და სასტუმრობეში დარჩებიან“, – განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.