შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სლოვაკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – პეტრა კ. და მისი მეგობარი თიბორ დ. მიკროავტობუსით თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობდნენ. როდესაც მიკროავტობუსიდან ჩავიდნენ, ტრანსპორტში დარჩათ საფულე პირადი საბუთებით, 2 საკრედიტო ბარათი, სადაზღვევო პოლისი და სამგზავრო ბარათები, 2300 ევრო და 160 ლარი.
სამართალდამცველებმა დაადგინეს მიკროავტობუსი, რომლითაც სლოვაკი ტურისტები მგზავრობდნენ, დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.
ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სლოვაკ ტურისტებს დაკარგული ნივთები დაუბრუნეს (ვიდეო)
