გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას შეუდგა (ვიდეო)

გიორგი მღებრიშვილი დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. შინაგან საქმეთა მინისტრს სამინისტროში მისი წინამორბედი, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დახვდა და წარმატებები უსურვა.
„მე მინდა ბატონ გიორგი მღებრიშვილს მივულოცო ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება, ასევე როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში მან ძალიან ბევრი გააკეთა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია რეფორმები, ჩვენ 2012 წლიდან დავიწყეთ რეფორმები და ვაგრძელებთ იმ გეგმას გეგმიურად. რა თქმა უნდა, ირაკლიმ დაიწყო, შემდეგ ბატონმა ლექსომ გააგრძელა, მეც, რა თქმა უნდა, მივყვები ამ გეგმას და მე დარწმუნებული ვარ, უკეთესად იქნება გაკეთებული ეს ყველაფერი, ექნებათ სიახლეები, ასევე საპატრულო პოლიციაში, თქვენ ნახავთ, ასევე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებში. მე ვფიქრობ, რომ წარმატებული მინისტრი იქნება ბატონი გოგა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უახლოეს გეგმებსა და მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში მე ალბათ დეტალურ ანალიზს გავაკეთებ სისტემაში არსებული ვითარებისა და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება გითხრათ პრიორიტეტების შესახებ, მაგრამ ერთი მთავარი პრიორიტეტი რაც არის, ეს არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მაცხოვრებლების უსაფრთხო გარემო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები