დიდი ოდენობით ბრილიანტის თვლების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს – ვიდეო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლება, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან ფარულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პავლიკ სევოიანი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის თვლები, რომლის ღირებულებაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 350 000 ლარს შეადგენს.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები