იყრის თუ არა კენჭს გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში
კითხვაზე აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი, რომ მეორე ვადით იყაროს კენჭი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის პირველმა პირმა ორაზროვანი პასუხი გასცა.
როგორ მარგველაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მისთვის ნიშნავს, რომ პოლიტიკოსობაზე უარი თქვას.
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი მხრიდან იქნებოდა პოლიტიკოსობაზე უარის თქმა. იმიტომ რომ თუ ვაპირებ, რატომ გითხრათ ახლა თქვენ? და თუ არ ვაპირებ, რატომ ვთქვა ახლა, ასე ვთქვათ აბსოლუტურად შემოვძარცვო პოლიტიკური ინტერესები საკუთარი თავისგან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.