ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს მთავრობის მოქმედებებს სწორად აფასებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტესტუტის ჯანკაუსკასის განცახდებით, საოკუპაციო ზოლთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება სწორად მოქმედებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ საზღვრის გავლების პროცესს უფრო ინტენსიური სახე ჰქონდა რამდენიმე წლის წინ.
„ახლა ბევრი მსგავსი ფაქტი არ გვინახავს. ველით, რომ ვითარება დამშვიდდება. გუშინ ყველა შევთანხმდით, რომ სიტუაცია ისეთივე უნდა შევინარჩუნოთ, როგორიც შაბათ-კვირას იყო. ჩვენ განვიხილავთ ჰუმანიტარული სახის საკითხებს, რადგან ხაზების გავლება და ბანერების დამონტაჟება ხალხს ერთმანეთთან აშორებს. ხელს უშლის, შევიდნენ საკუთარ მიწის ნაკვეთზე, მოინახულონ სასაფლაოები და ოჯახები. ევროკავშირის აზრით, საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს და ასე უნდა გააგრძელოს,“ – განაცხადა ტესტუტის ჯანკაუსკასიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები