„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები დონალდ ტუსკის შეხვდნენ

სასტუმრო თბილისი მერიოტში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერები – ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ონოფრიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წამოწიეს ევროინტეგრაციის დაჩქარების და უვიზო მიმოსვლის მიღების საკითხი.
შეხვედრაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება არაფორმალური მმართველობა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეროვნული ბანკის, შსს–ს და პროკურატურის რეფორმები განიხილეს.
„თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები