„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დონალდ ტუსკის შეხვდნენ

„ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს ჩვენ და ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას, დავით ბაქრაძის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.
დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას შეეხო.
“ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს ჩვენ და ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს საერთო ინტერესები შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ქართულ დემოკრატიას”, – განაცხადა ბაქრაძემ
დონალდ ტუსკი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები