გიორგი მარგველაშვილი: ნებისმიერი ხელოვნური და ძალადობრივად აგებული კედელი ადრე თუ გვიან ინგრევა
ნებისმიერი ხელოვნური და ძალადობრივად აგებული კედელი ადრე თუ გვიან ინგრევა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკის ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განთავსებული საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტი წარუდგინა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციასა და რუსეთის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზეც, სამწუხაროდ, და ისტორიული სამართლიანობის საპირისპიროდ, დგას ოკუპანტის ჯარი, ჯარი რომლისთვისაც იოლია ყოველდღიურად გაუგებარი მიზეზების გამო პროვოკაციის მოწყობა და უმტკივნეულეს საკითხებზე, რომლებიც ჩვენ თითოელ მოქალაქეს შეეხება თამაში,
“ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზეც, სამწუხაროდ და ისტორიული სამართლიანობის საპირისპიროდ, დგას ოკუპანტის ჯარი, ჯარი, რომლისთვისაც იოლია ყოველდღიურად გაუგებარი მიზეზების გამო პროვოკაციის მოწყობა და უმტკივნეულეს საკითხებზე, რომლებიც ჩვენ თითოელ მოქალაქეს შეეხება თამაში, იქნება ეს სრულიად უკანონოდ და ისტორიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ მავთულხლართების გავლებით თუ ყოველგარ შინაარს მოკლებული ბანერების გადაწევა-გადმოწევით. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. ევროპაში ყოფილა აღმართული კედლები, რომლებიც ადამიანებს და სახელმწიფოებს ყოფს, მაგრამ ჩვენ ჩვენი და ევროპის ისტორიიდან ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი ხელოვნური და ძალადობრივად აგებული კედელი ადრე თუ გვიან ინგრევა. ჩვენ მშვიდად, რაციონალურად და ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს და ვიქნებით საქართველოშიც იმ სიმშვიდის, იმ სტაბილურობის შექმნელი და გარანტი, რომელიც ისტორიულად გვეკუთვის ჩვენ და რომლის დადგომაშიც ყოველდღიური წვლილი შეგვაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მანვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
“ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის, იმისთვის, რომ თქვენი პირადი ინიციატივით იმყოფებოდით იქ, სადაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ლოგიკა, ისტორიული სამართლიანობა. ჩვენი მიზანი და ისტორიული მისიაა, რომ საქართველო ბურნებრივად დაუბრუნდეს თავის ადგილს – ევროპულ ოჯახთა თავისუფალ გაერთიანებას, რაც აუცილებლად მოხდება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.