მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე კანონპროექტი ჩავარდა

მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრაზე ორჯერ დადგა.
განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მიიღო, ამის მიზეზი კი პირველი კენჭისყრისას მონაწილეთა არასაკმარისი რაოდენობა გახდა.
თავდაპირველი კენჭისყრისას პროექტს მხარი მხოლოდ ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკითხი კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერილი იყო.
ამის შემდეგ კენჭისყრა განმეორებით ჩატარდა, რა დროსაც კანონპროექტის მოწინააღდეგეთა რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა, რადგან კენჭისყრის პროცესში უმრავლესობის ის წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომლებიც ხაჩიძის პროექტის წინააღმდეგ გამოდიან.
კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წინანადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანის მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია არ მოხდეს, მაგრამ ამ ქმედებაზე პატიმრობა, როგორც სასჯელის ფორმა, ისე არ იყოს გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები