„შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას მივესალმები და ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“

ექსპერტი მამუკა არეშიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას დადებითად აფასებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნას მიესალმება. როგორც არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, შინაგან საქმეთა სტრუქტურაში ფუნქციები ძალიან არეული იყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას მივესალმები და ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მთავარი რაც მოხდა, ეს არის ფუნქციების გამიჯვნა. შინაგან საქმეთა სტრუქტურაში ფუნქციები ძალიან არეული იყო. უშიშროების ფუნქცია არის იმ საფრთხეების ლიკვიდაცია, რაც ქვეყნის წინაშე დგას, იქნება ეს საგარეო თუ საშინაო. მით უმეტეს, რაც ხდება დღეს გორისა და კასპის რაიონის ტერიტორიაზე, რა ხდება დღეს პოლიტიკური ისლამის გაძლიერების კუთხით. მივესალმები იმასაც, რომ ამ უწყების ხელმძღვანელად გომელაური დაინიშნა. მე ამ კაცში ორი რამ მომწონს, ესაა პროფესიონალიზმი და დისტანცირება პოლიტიკისაგან. ყველანაირად ცდილობს, რომ არ იყოს პოლიტიკური ფიგურა. ჯობია ხელმძღვანელი საქმის კაცი იყოს. მას საქმეისთვის თავის გართმევა შეუძლია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები