დონალდ ტუსკი საქართველოსა და ევროკავშირს ძლიერ პარტნიორებად მიიჩნევს

“ევროკავშირი და საქართველო ძლიერი პარტნიორები არიან”,- აღნიშნული განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ დღეს საქართველოს პრემიერ- მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ტუსკიმ აღნიშნა, ორივე მხარის ამოცანაა, უფრო მეტად დაახლოვონ საქართველო და ევროკავშირი.
მისივე თქმით, ორივე მხრიდან უახლოეს დღეებში მყარი ძალისხმევა იქნება საჭირო.
“ჩვენ გვესაჭიროება მეგობრები და ახლო პარტნიორები. უახლოეს დღეებში საჭირო იქნება მყარი ძალისხმევა ორივე მხრიდან, ჩვენ უნდა წავწიოთ ურთიერთობები და, როგორც პარტნიორებმა, წვლილი უნდა შევიტანოთ მშვიდობისა და წინსვლისათვის მთელი რეგიონის მასშტაბით”,- განაცხადა პრესკონფერენციის დასასრულს დონალდ ტუსკიმ და საქართველოს პრემიერ- მინისტრს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები