ირაკლი ღარიაშვილმა და დონალდ ტუსკიმ გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების გზებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმდინარეობას და ქვეყანაში განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულების შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს კომპლექსურ რეფორმებს და დარჩენილი რეკომენდაციების შესრულებას.
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მიმართულებით და განიხილეს კონკრეტული სტრატეგიული პროექტები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა საოკუპაციო ხაზზე კიდევ უფრო გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები