SOCAR Georgia Gas-ი აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
საქართველოსთვის აზერბაიჯანის მხრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, კომპანია SOCAR Georgia Gas-ი ეხმაურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც გაზმომარაგების კუთხით სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები ადასტურებს. SOCAR Georgia Gas-ი თხოვნით მიმართავს მედიასაშუალებებს, გადამოწმების გარეშე აღნიშნული ტიპის ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს“,-აცხადებენ კომპანიაში.
19 ივლისს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა, საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას.