დონალდ ტუსკი სოფელ ხურვალეთს ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხურვალეთში იმყოფება. ის ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად შევიდა. ტუსკიმ საოკუპაციო ხაზი დაათვალიერა.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ნადარბაზევში იმყოფებოდა, სადაც სპეციალურ დაფაზე წარმოდგენილ შემაჯამებელ ინფორმაციას გაეცნო.
დონალდ ტუსკიმ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, განცხადება ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები