შსს-მ 7 კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ბრალდებით ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ელიანო კ. სარფის საბაჟო – გამშვებ პუნქტში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის ხელჩანთაში არსებულ სპეციალურ სამალავში და ასევე ამავე ჩანთაში მოთავსებულ ლამინირებულ ფოტოალბომში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 7კგ და 348 გრამია. დაკავებული აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს სატრანზიტო გზით თურქეთის რესპუბლიკაში გატანას ცდილობდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები