ევროპის საბჭო რუსეთის მცოცავი ანექსიის ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროპის საბჭო რუსეთის საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება. გამოცემის თანახმად, ივლისის შუა რიცხვებში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მესაზღვრეებმა საქართველოს სიღრმეში განათავსეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “საზღვრის” აღმნიშნველი ბანერი. მსგავსი მოქმედებები შეშფოთებას იწვევს და შესაძლოა, რეგიონში ვითარების კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზება გამოიწვიოს. ამის შესახებ დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ ფრეკონმა განაცხადა.

მანვე რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები