დონალდ ტუსკმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის ფონზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას მიაგო პატივი და მათი მემორიალური საფლავები გვირგვინით შეამკო.
ტუსკს თან ახლდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

დონალდ ტუსკი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. მისი საქართველოში ვიზიტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით შედგა. დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი 21 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები