“მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მოქმედებენ, რომ ეფექტურად უპასუხონ შემფასებელი მისიის მოთხოვნებს“

იმ ინტენსიური კავშირებიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ამყარებს, ვიზა-ლიბერალიზაციასთან მიმართებაში წლის ბოლოსთვის პოზიტიური დინამიკის მოლოდინი სრულიად რეალისტურია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მოქმედებენ, რომ ეფექტურად უპასუხონ შემფასებელი მისიის მოთხოვნებს.
„დღეს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მოქმედებენ, რომ ეფექტურად უპასუხონ შემფასებელთა მისიის მოთხოვნებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. იმ დინამიკაში, როდესაც ჩვენ უფრო ვაღრმავებთ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მიმაჩნია, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური დინამიკის აბსოლუტურად რეალისტური მოლოდინი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები