დავით უსუფაშვილი დონალდ ტუსკს ხვდება
საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს ხვდება.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვა მიმდინარეობს.
ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან ბერძენიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ვიქტორ დოლიძე და დავით ბაქრაძე ესწრებიან.