დონალდ ტუსკი: უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო

საქართველო ამჟამად ახორციელებს რეფორმებს, რომელთაც მივესალმებით, თუმცა უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი სურვილი გააჩნია. “თუმცა ჩემი სურვილი არ არის გარანტია იმ დროს, როდესაც საკითხი დგება ვიზალიბერალიზაციის თემაზე. საქართველო კარგ პოზიციაზე დგას. როდესაც თავისუფალი მობილურობის თვალსაზრისით არის საუბარი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და მე ძალზე ამბიციურად ვუდგებით ამ თემას. საქართველო ამჟამად ახორციელებს რეფორმებს, რომელთაც მივესალმებით, თუმცა უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. საქართველომ უნდა გააგრძელოს აქტიური მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანთა ტრეფიკინგის თვალსაზრისით. ეს გახლავთ ჩვენი ოფიციალური პოზიცია და დარწმუნებული ვარ, საქართველო მზად გახლავთ და, ამბიციური დღის წესრიგის თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე მივა ამ ეტაპამდე, თქვენი მზაობა იქნება მაღალი, იმისთვის, რომ დავაჩქაროთ მოვლენათა მიმდინარეობა”, – განცხადა დონალდ ტუსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები