აფხაზეთში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
ერთი ადამიანი დაიღუპა ოჩამჩირის რაიონში სატვირთო ავტომობილის და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ ტეგრან დელიბალტიანმა შეატყობინა.
„ავარია სოფელ ჭლოუსთან, მოქვის ჩაის მეურნეობის შესახვევთან მოხდა. ავტობუსი სოხუმში მიდიოდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, გვარად ჯინჯოლია და ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა“, – განაცხადა დელიბალტიანმა. მისი ინფორმაციით, წინასწარი ვერსიით, ავარია იმის გამო მოხდა, რომ სატვირთო მანქანის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.