კნოლევში ოკუპანტებმა ადგილობრივი მამაკაცი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში ოკუპანტებმა ადგილობრივი მამაკაცი დააკავეს. როგორც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე აცხადებს, მამაკაცი საკუთარ ბაღში, თავის შვილთან ერთად, მოსავალს იღებდა. თუმცა, შვილმა მოასწრო გაქცევა.
შალვა ენუქიძე აცხადებს, რომ სწორედ ამ საკითხს დააყენებს ორშაბათს რისკების პრევენციებისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე. “სოფელ კნოლევიდან მამაკაცი უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულ საკითხს, იმ საკითხთან ერთად, რომელიც ორშაბათს იქნება დაყენებული რისკების პრევენციებისა და მათზე რეგაირების შეხვედრაზე, პარალერულ რეჟიმში დავაყენებთ საკითხს უკანონოდ პატიმრობაში მყოფი კნოლევის მკვიდრის გათავისუფლების შესახებ”, – განაცხადა შალვა ენუქიძემ.
რაც შეეხება გამკაცრებულ რეჟიმს, სოფ. ხურვალეთში მხოლოდ ადგილობრივებს უშვებენ, თუმცა, სპეციალური შემოწმების მერე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები