სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ადგილობრივებს შეჰპირდა, რომ აღნიშნულ სოფლებს საჭირო რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიეწოდება და მოსავლის აღებისა და დაბინავების პრობლემა არ შეიქმნება.
მინისტრის მოადგილესთან საუბრისას მოსახლეობამ სოფლების გასარწყავიანების საკითხები განიხილა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია ახორციელებს”.
აღნიშნული კომპანია სამომავლო სამუშაოების დაგეგმვაში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და მოთხოვნებს გაითვალისწინებს.