მურატ ჯიოევი: ქართულ მხარეს საზღვრის დემარკაცია არაერთხელ შევთავაზეთ

ქართულ მხარეს საზღვრის დემარკაცია არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა ისინი უარით გვპასუხობენ, – ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

როგორც ცხინვალის ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯიოევი აცხადებს, ის საპროტესტო აქციები, რომლებიც ე.წ. საზღვართან მიმდინარეობს, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა და ცხინვალმა სთხოვა ევროკავშირს, ამ თემასთან დაკავშირებით, მოეწყოს ვადამდელი შეხვედრა ერგნეთში.

მისივე თქმით, ქართული მხარის ბრალდებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – მიიქციოს საერთაშორისო საზოგადოების მეტი ყურადღება. „იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ახლა საუბარი მიდის, მუშაობა და სასაზღვრო დაკვირვება ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მოსაზღვრე მხარის ყურადღებას არასდროს იქცევდა, რადგან ჩვენ სასაზღვრო ხაზი არასდროს დაგვირღვევია. ახლა ეს ხელოვნურად გაბერილი პროცესია და ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას სასაზღვრო ხაზის დასადგენად, ასევე მის გასამაგრებლად. ქართული მხარის ბრალდებები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, მიიქციოს საერთაშორისო საზოგადოების მეტი ყურადღება. ყველა აქცია, რომელიც ამ დღეებში ტარდება, ატარებს აშკარად პროვოკაციულ ხასიათს“,-განაცხადა ჯიოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები