ქართველმა ჟურნალისტებმა ოკუპანტების ბანერი ფეხქვეშ გათელეს (ვიდეო)

ქართული მედიის წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო ზოლთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
ჟურნალისტებმა, რომლებსაც თან ქართული დროშები ჰქონდათ, ხურვალეთი-ორჭოსანის მონაკვეთზე გადმოწეული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ამოაძვრეს, ფეხქვეშ გათელეს და ხევში მოისროლეს. პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ყველგან მივლენ, სადაც აღნიშნული ბანერი გამოჩნდება და მსგავს ქმედებას კვლავ გაიმეორებენ.
მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.
ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ. საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები