რუსებმა საოკუპაციო ზოლში მდებარე ქართული სოფლები სავარაუდოდ ხელოვნურად გადაწვეს

ტერიტორიების უკანონოდ მიტაცების შემდეგ, რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ ერთ პროვოკაციაზე მიდის. მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის შედეგად, სოფლები დისევი და კულდითი მთლიანად განადგურებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დასახლებებში წაშლილია ყველა იმ სახლის ნაკვალევი, რომლებიც ომის დროს დაანგრიეს. დამწვარია ტყის მასივისა და სასაფლაოს ნაწილიც.
გორის რაიონის სოფლები, რომლებიც მავთულხართების გავლების გამო, საოკუპაციო ზოლში აღმოჩნდა, მოსახლეობისგან ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დროს დაიცალა.

მომხდარზე ადგილობრივებს საკუთარი ვერსია აქვთ. ე.წ. მოსაზღვრე სოფლებში ეჭვობენ, რომ რუსმა სამხედროებმა, პერიმეტრის უკეთ კონტროლირების მიზნით, ადგილზე, შესაძლოა, ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები