სოხუმში წყალდიდობას ებრძვიან
დეფაქტო აფხაზეთში, კერძოდ კი სოხუმში წყალდიდობაა. დიდი რაოდენობით მოსულმა ნალექმა ქალაქის ცენტრალური რაიონი და ქუჩები დატბორა.
სტიქიის შედეგად ადიდდა მდინარეები აძიაფშა და სუხუმკა. ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლება სოხუმის მცხოვრებლებს და სტუმრებს ქუჩებში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც დეფაქტო პრემიერი, არტურ მიქვაბია აცხადებს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის, ხოლო ყველა დაზარალებულს სათანადო დახმარება გაეწევა.
არსებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.