რუსეთის საოკუპაციო ძალებში სასულიერო პირთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ საოკუპაციო ძალებში სასულიერო პირთა რაოდენობა ბოლო დროს 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე კასპიის ფლოტილიაში და საავიაციო ძალებში 38 საშტატო სასულიერო პირი საქმიანობს, ასევე ნებაყოფლობით ატარებს სასულიერო რიტუალებს 54 მართლმადიდებელი მღვდელი და მუსულმანების სასულიერო სამმართველოს 4 წარმომადგენელი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში სამხედროების 90% მორწმუნეა, მათ შორის 78% ქრისტიანია, 17% მუსულმანი და 3% – ბუდისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები