„ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი რეალისტური არ არის და საქართველოს ინტერესებში არ შედის“

რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს – არის ფუნდამენტურად არასწორი – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკოსებს შეხვდა. მისივე თქმით, ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი რეალისტური არ არ არის და არ შედის საქართველოს ინტერესებში.
“ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს – არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნატოში არავინ გველოდება, და არავინ მიგვიღებს. ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის რეალისტური და არ შედის საქართველოს ინტერესებში. თუ ჩვენი წარმომადგენლები მოისურვებენ გამოთქვან ისეთი მზადყოფნა, როგორიც მე დღეს დავინახე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ამას მე, მხოლოდ სიამოვნებით შევუწყობ ხელს“, – განაცხადა ბურჯანაძემ “ენ-ტე-ვესთან” ინტერვიუს დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები