დავით უსუფაშვილი: ისეთი არაფერი მოხდება, რაც დააზარალებს ყველას და ეროვნულ ბანკს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი არ აპირებს მუშაობა დაასრულოს, სანამ ყველა საკითხზე ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული. ამის შესახებ, მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“მინდა განმარტება გავაკეთო ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პარლამენტი არ აპირებს მუშაობა დაასრულოს, სანამ ყველა საკითხზე ურთიერთგაგება არ იქნება მიღწეული. ბიზნესწევრები და ყველა, ვინც ღელავს, მინდა დავამშვიდო. არაფერი მოხდება ისეთი, რაც დააზარალებს ყველას და ეროვნულ ბანკს. ამიტომ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება იმ წუთამდე, სანამ არ იქნება მიღწეული ურთიერთგაგება საერთაშორისო ინსტიტუტებთან. მოხარული ვარ, რომ პარლამენტში გრძელდება ამ თემაზე მუშაობა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ კვირაში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საკითხი მეორე მოსმენით განვიხილოთ. პროცესი გრძელდება და შეშფოთების არავითარი მიზეზი არ არსებობს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.