კახა კალაძე მასსა და პრემიერს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს
“არანაირი დაპირისპირება არ არსებობს ჩემსა და ირაკლის შორის“,- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მასსა და პრემიერს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.
“არანაირი დაპირისპირება არ არსებობს ჩემსა და ირაკლის შორის. გარდა იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრია და მე ვიცე-პრემიერი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, ჩვენ ვართ მეგობრები. მე ღიად ვამბობ, რომ იყო ინტრიგები, მცდელობები, შეიძლება გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება გარე პიროვნებებისგან, მაგრამ ვერავინ ვერ მოახერხებს იმას, რომ ჩემსა და ირაკლის შორის, პრემიერსა და ვიცე-პრემიერს შორის ჩამოაგდოს რაიმე გაურკვევლობა, ან დაძაბული ურთიერთობა. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წევრები”, – განაცხადა კალაძემ.